გვატემალაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 186-მდე გაიზარდა

გვატემალაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 186-მდე გაიზარდა. ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც დასახლება სანტა-კატარინა-პინულაში მთის ნაწილი ჩამოიშალა და მეწყრის ქვეშ 125 სახლი მოიყოლა.
მაშველების აზრით, გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამასთანავე, 300-მდე ადამიანი კვლავ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სტიქიური უბედურებაა გვატემალის ისტორიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები