ერდოღანი რუსეთს თურქეთთან ურთიერთობის გაუარესებას არ ურჩევს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთი ბევრს დაკარგავს, თუ ანკარასთან ურთიერთობას გაიფუჭებს. მისი თქმით, თურქეთი საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის მოთმენას არ აპირებს. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთზე თავდასხმა, რომელიც ნატოს წევრია, მთლიანად ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქული ავიაცია რეაგირებას მოახდენს იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დაარღვევს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.
„ჩიტიც რომ შემოფრინდეს, იმასაც გავანადგურებთ“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მოქმედებას „პროვოკაცია“ უწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეს სწორედ ის საშიშროებაა, რაზეც ვაშინგტონი სირიაში რუსული ავიაციის მოქმედების შეფასებისას საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები