ეკა ზღულაძემ კიევის პოლიციის რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელები გაათავისუფლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ კიევის რაიონული განყოფილებების უფროსების ნახევარი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზად ზღულაძემ რეფორმების საბოტაჟი დაასახელა.
მანამდე უმაღლესი რადის დეპუტატმა ვლადიმერ არიევმა განაცხადა, რომ კიევის ზოგიერთ განყოფილებაში საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებულ დამნაშავეებს საბუთების გაფორმების გარეშე ათავისუფლებენ.
ეკა ზღულაძე უკრაინის პოლიციაში მთავარ რეფორმატორად ითვლება. თუმცა უკრაინელ ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ მას შსს-ს ყველაზე კორუმპირებული ქვედანაყოფების რეფორმირების საშუალებას არ აძლევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები