აშშ-ში 11 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დააპატიმრეს

ტენესის შტატში 11 წლის ბიჭი 8 წლის მეზობელი გოგონას მკვლელობისთვის დააპატიმრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი „ლენტა.რუ“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, მოზარდმა ბიჭმა გოგონას მკერდში მამის კუთვნილი თოფიდან ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი თავისი სახლის ფანჯრიდან სამ გოგონას ელაპარაკებოდა. ერთ-ერთ მათგანს მან ახალდაბადებული ლეკვების ჩვენება სთხოვა. გოგონამ ვაჟს თხოვნაზე უარი უთხრა, რა დროსაც ბიჭმა აიღო მამის სანადირო თოფი, გოგონას მკერდში ესროლა და იარაღი გოგონას სხეულის გვერდით დააგდო. გოგონას ვინაობა უკვე დადგენილია, ის ადგილობრივი სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ბიჭი კი მესამე კლასში სწავლობდა. ბრალდებული მოზარდი სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები