სტოლტენბერგი: ნატო რუსეთის სირიაში მოქმედებების გამო შეშფოთებულია
„ნატო შეშფოთებულია სირიაში რუსეთის მოქმედებების გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ავიაცია დარტყმებს არა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების, არამედ სირიის ოპოზიციის და მოსახლეობის მიმართ ახორციელებს“, – ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აღნიშნულ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, დაძაბულობის ესკალაცია ალიანსთან თავიდან აიცილოს.
„სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილებია განთავსებული, რის გამოც შეშფოთებული ვარ. მოვუწოდებ რუსეთს, ალიანსთან დაძაბულობის ესკალაცია არ მოახდინოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.