აშშ-ში პილოტი ავიალაინერის მართვის დროს გარდაიცვალა

American Airlines-ის პილოტი პირდაპირ თვითმფრინავის შტურვალთან გარდაიცვალა. ამის შესახებ CBSNews იუწყება.
თვითმფრინავი ფენიქსიდან ბოსტონში მიფრინავდა. სტიუარდესა 57 წლის პილოტისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.
მეორე პილოტმა ფრენის დროს დისპეტჩერებს შეატყობინა, რომ პირველი პილოტი „ქმედუუნაროა“. ამის შემდეგ თვითმფრინავი ქალაქ სირაკუზში საგანგებოდ დაფრინდა.
პილოტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები