„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 70 ადამიანი დახოცა
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში, ანბარის პროვინციაში 70 ადამიანი დახოცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, ადამინების მასიური ხოცვა ღამით მოხდა. ჯიჰადისტებმა მასობრივი მკვლელობა იმის გამო მოაწყვეს, რომ ამ ადამიანების რამდენიმე ნათესავმა ერაყის უშიშროების ძალებში დაიწყო მუშაობა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ალბუ ნიმრის საგვარეულო, რომლის წარმომადგენლებიც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დახოცა, ისლამისტებთან ბრძოლის საკითხში დიდ როლს ასრულებს.
გასულ წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამავე საგვარეულოს 300-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი დახოცა. თვითმხილველთა თქმით, მათ ადამიანები საჯაროდ დახვრიტეს, მათ შორის ქალები და ბავშვები იყვნენ.