რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე უკვე მეორედ დაარღვია
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა უკვე მეორედ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე ორი დღის განმავლობაში. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ანკარამ რუსეთის ელჩს თურქეთში უკვე მეორედ გადასცა საპროტესტო ნოტა. მანამდე რუსეთის ელჩი ანდრეი კარპოვი უკვე გამოიძახეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მიეღოთ.
რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა პირველი თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰერო სივრცის დარღვევა აღიარეს. მეორე თვითმფრინავთან დაკავშირებით კი მოსკოვის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც. ჯონ კერიმ შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ თურქულ ავიაციას შეეძლო რუსული თვითმფრინავი გაენადგურებინა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თურქეთმა და დასავლეთის ქვეყნებმა რანდენჯერმე დაგმეს რუსეთის მონაწილეობა სირიის კონფლიქტში ბაშარ ასადის მხარეს.