ლიბიის სანაპიროსთან 1800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
ლიბიის სანაპიროსთან ახლოს 1830 მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ევროპის სანაპირომდე ჩაღწევას ცდილობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. მიგრანტები ევროპაში ჩასვლას ექვსი გემით ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაციაში იტალიის, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის სამხედრო გემები მონაწილეობდნენ.
წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის სანაპიროსთან ბოლო 5 დღის განმავლობაში 95 ლტოლვილის ცხედარია აღმოჩენილი. მათი უმეტესობა აფრიკის სხვა ქვეყნებიდან იყო, რომლებიც ლიბიის გავლით ევროპაში გამგზავრებას ცდილობდნენ.
საერთო ჯამში, ბოლო დროის განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ 20 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად 4343 ადამიანი გადაარჩინეს.