საუდის არაბეთის სულიერმა ლიდერებმა რუსეთის, ირანისა და სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ჯიჰადს მხარი დაუჭირეს

საუდის არაბეთის 50-ზე მეტმა სულიერმა ლიდერმა მოუწოდა არაბეთის ქვეყნებს, რუსეთის, ირანის და სირიის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ჯიჰადს მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სულიერი ლიდერები მოუწოდებენ მუსულმანურ სამყაროს, „სირიის წმინდა მეომრებს“ მორალური, მატერიალური და სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციას სულიერი ლიდერები ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრას ადარებენ, რომელსაც ასევე ჯიჰადის გამოცხადება მოჰყვა.
ასევე გავრცელდა განცხადება, რომლითაც „სირიის თავისუფალი არმიის“ შემადგენლობაში მყოფი სირიელი ამბოხებულები რეგიონის ქვეყნებს სირიის რუსულ-ირანული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები