სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე და მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ძალების დაპირისპირების გამყოფ ხაზზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მძიმე შეიარაღებიდან სროლა არ დაფიქსირებულა.
ამასთანავე, ე.წ. მთიანი ყარაბაღის “თავდაცვის სამინისტროს“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან დაბომბვის ფაქტები შემცირდა. „აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 150-ჯერ დაარღვია. განხორციელდა 1500-ზე მეტი გასროლა“, – განაცხადეს ამ უწყებაში.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება 87-ჯერ დაარღვია. ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა მხარემ 60 და 82- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები