მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ის ოპერატიულად ჩააქრეს. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 20 კვადრატული მეტრის ფართობი.
„ლუჟნიკის“ სამშენებლო კონტროლის განყოფილების უფროსის მურატ ახმადიევის განცხადებით, თავდაპირველად ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა. „სამშენებლო მასალებს ცეცხლი შედუღების აპარატისგან მოხვედრილმა ნაპერწკალმა გაუჩინა. ამ დროისთვის აალება ლიკვიდირებულია“, – განაცხადა ახმადიევმა.
https://www.youtube.com/watch?v=skvMDuOwaKQ