რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაადასტურა
რუსეთმა აღიარა სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სირიის მხრიდან. როგორც თურქეთში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა იგორ მიტიაკოვმა განაცხადა, „ამ ინციდენტს, მართლაც, ჰქონდა ადგილი“.
„ამ საკითხზე რუსეთის ელჩი ანდრეი კარპოვი თურქეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. თურქულმა მხარემ შესაბამისი ნოტა გადმოგვცა. ჩემი ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ატაშეს რუსეთში შესაბამისი ნოტა გადასცეს“, – განაცხადა მიტიაკოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის შესაჩერებლად, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, F-16S-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი გაუშვეს. ამის შემდეგ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დატოვა.