ესპანეთიდან რუსეთში შაქრო კალაშოვის უახლოესი მეგობარი გააძევეს
რუსეთში ესპანეთიდან 55 წლის „კანონიერი ქურდი“ ვიტალი იზგილოვი, მეტსახელად „ვიტალი მახაჩკალინსკი“ დაბრუნდა. იზგილოვი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შაქრო კალაშოვის ახლო მეგობარია. გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, იზგილოვი ექსტრადირებული იყო ესპანეთის ციხეში სამწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მასთან „პროფილაქტიკური საუბარი“ გამართეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა.
შაქრო კალაშოვის და ვიტალი იზგილოვის სახელები უცხოეთის პრესაში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2005 წელს ესპანურმა პოლიციამ და სპეცსამსახურებმა მასშტაბური ოპერაცია – „კრაზანა“ ჩაატარეს, რომელიც რუსული მაფიის და კალაშოვის კლანის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაშინ 200-ზე მეტი „ქურდული ავტორიტეტი“ დააკავეს, მათ შორის – ვიტალი იზგილოვიც. კალაშოვმა მიმალვა შეძლო.
ცოტა ხნის შემედეგ კალაშოვი დუბაიში დააკავეს და ის ესპანეთში იყო ექსტრადირებული. მას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ საბოლოოდ „შაქრო მალადოი“ ციხიდან 4 წლის შემდეგ გამოვიდა.