თურქეთი რუსულ ავიაციას საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს
თურქეთის ოფიციალური წყაროების განცხადებით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და მას ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა.
„რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე ჰათაის პროვინციაში დაარღვია. მას შემდეგ, რაც ორი F-16-ის ტიპის თურქული ავიაგამანადგურებელი მისი მიმართულებით გაემართა, რუსული თვითმფრინავი სირიის ტერიტორიისკენ გაფრინდა“, – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბრიდან რუსული ავიაცია სირიაში სამხედრო ოპერაციას ატარებს.