“წაეთრიეთ სახლში” – ბელორუსიაში რუსული ბაზის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ბელორუსიაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაბაზის განთავსების წინააღმდეგ მიტინგი გამართა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ბელორუსიის ნეიტრალური სტატუსი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.
„თუ ჩვენ დავუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას, მაშინ სამხედრო ბლოკში უნდა გავწევრიანდეთ, ეს კი ჩვენ ხალხის და ჩვენი შვილების მიმართ ღალატი იქნება“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ნეკლიაევმა.
შეკრებილებმა გააკრიტიკეს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მისი ქმედების და სირიაში ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა დაბომბვის გამო.
„თუ ლუკაშენკო ფიქრობს, რომ ეს ბაზა მას დემოკრატიისგან დაიცავს, ეს ასე არ არის. ეს საფრთხე ადრე თუ გვიან თავს იჩენს „მწვანე კაცუნიების“ სახით. ისევე როგორც ყირიმში, ეს ადამიანები მოვლენ და ბელორუსიის დღევანდელ ხელისუფლებას ადგილობრივი ორგანოებიდან გააგდებენ, ხოლო იმ ადგილას ჩვენი დროშის ნაცვლად რუსულ „ტრიკოლორს“ აღმართავენ“, – განაცხადა მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ ლიდერმა იური გუბარევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ 2 ოქტომბერს მიიღო დადგენილების პროექტი ბელორუსიის ტერიტორიაზე რუსული ავიაბაზის განთავსების შესახებ. ვლადიმერ პუტინმა შესაბამის სამსახურებს მინსკთან ამ საკითხზე მოლაპარაკება დაავალა.

12064424_10204723889208728_2063809492_n

12084242_10204723889128726_317624326_n

12092410_10204723889088725_883705163_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები