ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელმა იერიში პალესტინელი „ბოევიკების“ მხრიდან სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ განახორციელა.
„ღაზის სექტორიდან გამოშვებული რაკეტა ისრაელის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა. ამ დარტყმის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტზე ავიადარტყმა განახორციელეს“, – განაცხადეს ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში. ამ მომენტისთვის ორივე მხრიდან დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ძველ იერუსალიმში შესვლა შეზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები