რუსეთის ტელევიზიის ამინდის პროგნოზი – სირიის დასაბომბად ხელსაყრელი ამინდია (ვიდეო)

რუსულ ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერში ამინდის პროგნოზი გავიდა, სადაც მაყურებელს სირიაში რუსული დაბომბვებისთვის ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებზეა საუბარი. ამინდის წამყვანი ამბობს, რომ ავიადარტყმებისთვის დრო ძალიან ხელსაყრელია და ის სწორად შეარჩიეს, ვინაიდან ოქტომბერი სირიაში საავიაციო ფრენებისთვის კარგი თვეა. მისი თქმით, სირიაში ამ თვეში ქარის სიჩქარე წამში მხოლოდ 15 მეტრს აღწევს, ხოლო წვიმა 18 დღეში ერთხელ მოდის. ასე, რომ ის  რუსულ თვითმფრინავებს ბომბების ჩამოგდებაში ხელს არ შეუშლის.
წამყვანი ასევე ამბობს, რომ რუსულ ჯარს შეიძლება ხელი შეუშალოს ნოემბერში მოსალოდნელმა უდაბნოს ქარიშხალმა. ამიტომ ამინდის წამყვანი სამხედრო ოპერაციის უმოკლეს დროში დასრულებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს რუსულ ტელეარხებზე რამდენჯერმე გავიდა ამინდის პროგნოზი დებალცევოში, სადაც უკრაინის ჯარსა და პრორუს სეპარატისტებს შორის ყველაზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები