ისლამისტებმა პალმირაში ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს
ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქ პალმირაში ძველი რომის ეპოქის ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ძეგლთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.
ძეგლთა დაცის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრიუმფალური თაღი „მტვრად აქციეს“ და განაცხადეს, რომ თუ პალმირა ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დარჩება, ქალაქი განწირულია.
მანამდე ისლამისტებმა უკვე აფეთქეს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი ორი ტაძარი. ისლამისტები აცხადებენ, რომ ეს ძეგლები კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოებია და ისინი უნდა განადგურდნენ.