სამხრეთ კაროლინას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო სამხრეთ კაროლინას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დატბორილ რეგიონს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. სინოპტიკოსების თქმით, ქარიშხალი ჰოაკინი ამჟამად ბაჰამის კუნძულებთანაა და სამხრეთ კაროლინას მიმართულებით მოძრაობს. ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს.
ჰოაკინის მოახლოვების შემდეგ სამხრეთ კაროლინაში რეკორდული ნალექია მოსალოდნელი, რაც მეტეოროლოგების პროგნოზით, ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს იმ ქალაქებში, რომლებიც ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმის გამო ისედაც დატბორილია. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები