საფრანგეთში ძლიერი წვიმის შედეგად 16 ადამინი დაიღუპა
საფრანგეთის სამხრეთით ძლიერი წვიმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომელიც სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა. პრეზიდენტი ქალაქ ბიიოტში იმყოფება, სადაც წყლის ძლიერი ნაკადის გამო მოხუცებულთა თავშესაფარში სამი მოხუცი გარდაიცვალა.
პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღეში ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს იყო ბუნებრივი კატასტროფა, რათა დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდეთ.
მისივე თქმით, სტიქიის სალიკვიდაციოდ ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.