რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშების ინტენსივობას გაზრდის
30 სექტემბრიდან დღემდე რუსულმა ავიაციამ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს 50-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეტევის შემდეგ ტერორისტების რიგებში პანიკა და დეზერტირობა დაიწყო.
პარალელურად, დამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის ოთხდღიანი იერიშების შედეგად, 39 მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 8 ბავშვი და 8 ქალი. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლებაში ბაშარ ალ ასადის შენარჩუნებაზე ზრუნავს.