დიდი ბრიტანეთი უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას გაზრდის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოცი უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვას გეგმავს. დევიდ ქემერონი მოძრაობა “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. გამოცემა ტელეგრაფი წერს, რომ საფრენი აპარატების მთავარი სამიზნე რადიკალი ისლამისტები იქნებიან.
ბრიტანეთის პრემიერმის თქმით, ამ ეტაპზე რიფერის ტიპის ათი უპილოტო საფრენი აპარატი აქვთ, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის თავდაცვის უწყება აღნიშნული საფრენი აპარატების მოდერნიზებასა და ახალი აპარატების შეძენას გეგმავს.