ნიგერიის დედაქალაქში აფეთქებების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის დედაქალაქ აბუჯიში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. 40 ადამიანი დაიჭრა.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, პირველი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, ხოლო მეორე – ავტობუსის გაჩერებაზე. ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
ნიგერიის ტერიტორიაზე მოქმედებს ისლამისტური დაჯფუფება „ბოკო ჰარამი“, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე და ხელისუფლების წარმომადგენლებზე რეგულარულად თავდასხმებს აწყობს. მიმდინარე წლის მაისში ხელისუფლებაში პრეზიდენტ მოჰამედ ბუხარის მოსვლის შემდეგ, „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები