იემენმა თეირანში საელჩო დახურა
იემენი ირანში თავის საელჩოს ხურავს „თეირანის მხრიდან მის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო“. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს – პრესი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, იმენის ხელისუფლებამ ირანი სუვერენიტეტის დარღვევაში და აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულა. იემენში შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში ამ ქვეყნის ხელისუფლებას შიითი ამბოხებულების მხარდაჭერაში თეირანი არაერთხელ დაუდანაშაულებია. France-Press-ის ინფორმაციით, ირანიდან ელჩის გამოწვევის შესახებ იემენის პრეზიდენტ აბდ რაბო მანსურ ჰადის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, იემენში ირანის საელჩო დედაქალაქ სანაშია, რომელიც შიითი ამბოხებულების ხელშია. ასევე იემენურმა ტელეარხმა Aden-TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ქვეყანა ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.