ქუნდუზში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

9 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ავღანეთის ქალაქ ქუნდუზში ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ -ს საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად. კიდევ 30-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მთლიანად დაბომბვის დროს საავადმყოფოში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ესენია ექიმები, სხვა მუშაკები და პაციენტები.
საავადმყოფო იმ ადგილის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში თალიბებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. ნატოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საავადმყოფო აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავების იერიშის დროს შეცდომით დაბომბეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ბრაიან ტრიბუსი აცხადებს, რომ ამჟამად ამ შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები