მატარებლის შეჯახების შედეგად რუსეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კურსკის ოლქში მატარებლის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მატარებლის სიჩქარე ამ დროს 100 კმ/სთ-ში შეადგენდა. სამმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა ლიანგადებზე გადარბენა გადაწყვიტეს, მაგრამ მატარებელი ვერ შენიშნეს, რის შედეგად შეჯახება მოხდა. სამართლადამცველების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელმავლის მემანქანემაც და სადგურის მორიგემაც ამ ადამიანებს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს, რომელსაც მათ ყურადღება არ მიაქციეს.
ამჟამად ტრაგედიის ადგილზე საგანგებო სამსახურები და პოლიცია მუშაობს. ყველა დაღუპულის ვინაობა დადგენილია. განიხილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები