ლა-მანშის გვირაბში მიგრანტების „თავდასხმის“ შემდეგ მოძრაობა აღდგა

კომპანია Eurotunnel-მა შაბათს ლა-მანშის სრუტის ქვეშ გვირაბში მოძრაობა აღადგინა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, მოძრაობა გარკვეული დროით მიგრანტებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო გადაიკეტა.
როგორც გაირკვა, ეს გადაწყვეტილება Eurotunnel-მა გვირაბში საფრანგეთის მხრიდან 113 მიგრანტის შეღწევის გამო მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ადამიანებმა გვირაბში 15 კილომეტრი გაიარეს.
ამჟამად საფრანგეთის ქალაქ კალეში, სადაც ევროგვირაბი იწყება, რამდენიმე ათასი მიგრანტი იმყოფება. ისინი, ძირითადად, ერითრეიდან, სუდანიდან და სომალიდან არიან ჩასულები.
მიგრაციის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დროს ევროპაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ზღვით ჩასული მიგრანტების საერთო რაოდენობა 522 ათასს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები