შვედეთში კომპანიები 6-საათიან სამუშაო დღეზე გადადიან

შვედეთში კომპანიები სულ უფრო ხშირად გადადიან 6-საათიან სამუშაო დღეზე. საწარმოთა ხელმძღვანელები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს და, ამავდროულად, ხელფასიც წინა დონეზე შეინარჩუნეს, აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი სამუშაო ეფექტურობას გაზრდის, ასევე ის თანაშრომლებს უფრო ბედნიერებს გახდის. ახლა თანამშრომლებს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და სპორტისთვის მეტი დრო დარჩებათ. შესაბამისად ისინი ბედნიერები იქნებიან – როგორც სამუშაოდან წასვლის, ასევე სამსახურში მისვლის დროს.
სანაცვლოდ კომპანიები სთხოვენ თანამშრომლებს სამუშაო საათებში თავი შეიკავონ სოციალურ ქსელებში აქტიურობისგან და სხვა ქმედებისგან, რაც მათ სამუშაო პროცესისგან მოაცდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები