პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე „გარკვეული პროგრესი“ შეინიშნება

„ჩვენ ამ შეხვედრით კმაყოფილები ვართ. შევძელით გარკვეული პროგრესის მიღწევა, რაც მომავალში მსხვერპლს თავიდან აგვარიდებს“, – ამის შესახებ პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, დონბასში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობით უნდა ჩატარდეს. „ამისთვის სპეციალური ჯგუფი უნდა შეიქმნას, რათა არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დადგეს. ჩვენ ამ პროცესში დაინტერესებულ ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა ოლანდმა.
რაც შეეხება მინსკის ხელკშეკრულების შესრულებას, საფრანგეთის ლიდერის თქმით, მას ბევრად უფრო დიდი პერიოდი დაჭირდება, ვიდრე 2015 წლის ბოლო. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „არსებობს პროგრესის იმედები და პროცესი სწორი მიმართულებით მიდის“. ერთ-ერთ ასეთ საკითხად მერკელმა მძიმე შეიარაღების გაყვანა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინამ ელისეის სასახლე ისე დატოვა, რომ ჟურნალისტთა შეკითხვებს არ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები