სირიაში რუსეთის მოქმედებას ბარაკ ობამა „კატასტროფის რეცეპტს“ უწოდებს

რუსეთის მოქმედება სირიაში და მის მიერ პრეზიდენტ ასადის მხარდაჭერა არის „კატასტროფის რეცეპტი“, – ამის შესახებ, „ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. ობამამ რეგიონში მოსკოვის მოქმედება გააკრიტიკა.
მისი თქმით, ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთი ჭაობში აღმოჩნდება.
მისი თქმით, რუსეთი კონფლიქტში ასადის სისუსტის გამო ჩაერია. „ასადი პუტინის კლიენტია და მისი რეჟიმი ჩამოშლის პირას იყო, ამიტომ მისთვის მხოლოდ ფულის და იარაღის მიწოდება საკმარისი აღარ იყო“ – განაცხადა ობამამ და დაამატა, რომ ბაშარ ასადმა ეს პოსტი ამდენი ხნის განმავლობაში ირანის და რუსეთის დახმარებით შეინარჩუნა. „საბოლოოდ ასადის რეჟიმი დაეცემა“, – განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის არ არის განსხვავება ასადის ოპოზიციას და ისლამისტებს შორის. ობამამ განაცხადა, რომ რუსულმა ავიადარტყმებმა „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს.
Associated Press-ის ცნობით, პენტაგონში განიხილება აშშ-ს მიერ გაწვრთნილი სირიელი ამბოხებულების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ რუსული ავიაცია მათ დაბომბვას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები