გვატემალაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაკარგულად ითვლება
გვატემალაში მაშველები ასობით ადამიანს ეძებენ, რომლებიც სოფელ ელ-კამბრე დოსში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. ამ დროისთვის ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის მიხედვით, ამ სოფელს თავს დაატყდა ქვის და ტალახის მასა. მეწყერი კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვიეს. დაშავებულია 36 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ადამიანი მაშველებმა ნანგრევებიდან სტიქიური უბედურებიდან 15 საათის შემდეგ ამოიყვანეს.