ორეგონელი მსროლელი – „რამდენიმე წამში თქვენ ღმერთს შეხვდებით“ (ვიდეო)

26 წლის კრის ჰარპერ მერსერი, რომელმაც ორეგონის კოლეჯში სროლა ატეხა, ქრისტიანების მოკვლას ცდილობდა. მან ცხრა ადამიანი დახოცა, ვიდრე ის პოლიციელებმა მოკლეს. კიდევ შვიდი ადამიანი დაჭრილია, აქედან სამი მძიმე მდგომარეობაშია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოლეჯზე თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
„როდესაც მკვლელი საკლასო ოთახში შევიდა, მან თქვა – თუ თქვენ ქრისტიანები ხართ, რამდენიმე წამში ღმერთს იხილავთ“. ამის შესახებ CNN-ის ეთერში ზურგში დაჭრილი ანასტასია ბოილანის მამამ განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსერი კოლეჯის საკლასო ოთახში ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე შევიდა. მან ყველაზე დიდი აუდიტორია ამოარჩია იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. კრის ჰარპერ მერსერი სამი პისტოლეტით და ერთი შაშხანით იყო შეიარაღებული. სტუდენტების თვალწინ მან თადაპირველად პედაგოგი მოკლა, ხოლო შემდეგ ცეცხლი სტუდენტებს გაუხსნა.
კოლეჯში მომხდარმა მკვლელობამ აშშ კვლავ ორად გაყო – იარაღზე კონტროლის გამკაცრების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ასე, მაგალითად, ბარაკ ობამა და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ, ხოლო მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ საჭიროა უფრო მეტი იარაღი, რათა სტუდენტებმა საკუთარი თავი დაიცვან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები