სირიაში მოვლენების გამო რუსეთი შეიძლება დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდეს

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ეშტონმა განაცხადა, რომ სირიის მოვლენებს რუსეთისთვის, შესაძლოა, დიპლომატიური შედეგები მოჰყვეს. „ეს შედეგები შეიძლება იყოს ბევრად უფრო სერიოზული, ვიდრე მხოლოდ დიპლომატიური, და ეს ზომები, შესაძლოა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღოს, მე ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ“ – განაცხადა ეშტონმა. მისი თქმით, ამ შედეგებში, შესაძლოა, საერთაშორისო იზოლაციაც შედიოდეს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, კიდევ ერთი შედეგი რუსეთისთვის შეიძლება იყოს მისი ჩათრევა რეგიონულ კონფლიქტში და სუნიტი ექსტრემისტების მხრიდან თავდასმების საფრთხე არა მარტო სირიაში, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც.
ოთხშაბათიდან რუსული თვითმფრინავები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის თხოვნით სირიაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვნენ. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ავიაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს მომბავს. დასავლეთის წყაროები აცხადებენ, რომ რუსული თვითმფრინავები სირიულ ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და იერიშებს ახორციელებენ „ყველაფერზე, მხოლოდ არა „ისლამურ სახელმწიფოზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები