თალიბების განცხადებით, მათ ავღანეთში ამერიკული სამხედრო-სატრანპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, С-130-ის აფეთქებაზე, რომელიც ავღანეთში წუხელ ღამით ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
თვითმფრინავის დაცემის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენმა მოჯაჰედებმა ამერიკული თვითმფრინავი ჯელალაბადში ჩამოაგდეს“ – დაწერა „ტვიტერში“ თალიბების წარმომადგენელმა მუჯაჰიდ ზაბიულამ.
თავის მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობა „თალიბანის“ მიერ C-130-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ბოლო რამდენიმე დღეა, ნატოს შეიარაღებული ძალები თალიბების მიერ დაკავებული ავღანეთის ქალაქ ქუნდუზის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ.
ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქი დაიკავეს. თალიბები კი ამბობენ, რომ ქალაქის დიდ ნაწილს კვლავ ისინი აკონტროლებენ.