აშშ-ს ერთ-ერთ კოლეჯში მომხდარი სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ს ორეგონის შტატის ქალაქ როზბურგში დამნაშავემ ერთ-ერთ კოლეჯში სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-ის ცნობით, რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თავის მხრივ, ტელეკომპანია “სი-ენ-ენის“ ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.
Umpqua Community College-ში, სადაც სროლა მოხდა, თითქმის 20 ათასი სტუდენტი სწავლობს. ქალაქი როზბურგი პორტლენდიდან 180 კილომეტრში მდებარეობს.
დანაშაულის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები