ე.წ. დონეცკის რესპუბლიკა – უკრაინაში ომი დასრულდა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა წარმომადგენელი დენის პუშილინი ამბობს, რომ მინსკში 2 დღის წინ ხელმოწერილი შეთანხმება 100 მილიმეტრზე მცირე კალიბრის შეიარაღების გაყვანის შესახებ, დაპირისპირების ხაზიდან ფაქტობრივად ომის დასასრულს ნიშნავს. „ჩემი აზრით, ეს ომის დასასრულს შეიძლება ნიშნავდეს. ამ შეთანხმების შემდეგ საბრძოლო ტექნიკა 15 კმ-ით იქნება გაყვანილი, ფაქტობრივად შეიქმნება 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონა“, – განუცხადა პუშილინმა „დონეცკის საინფორმაცია სააგენტოს“.
მისივე თქმით, ამის შემდეგ მხარეებს საკმაოდ ხანგრძლივი პოლიტიკური მოლაპარაკება მოუწევთ. როგორც ეუთოს წარმომადგენლები აცხადებენ, შეიარაღების გაყვანის პირველი ეტაპი ცეცხლის შეწყვეტიდან ორ დღეში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები