რამზან კადიროვი სირიაში ჩეჩნების სახმელეთო ძალების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი სირიაში არა მარტო საჰაერო, არამედ სახმელეთო ძალების გაგზავნის ინიციატივით გამოდის. კადოროვის თქმით, მისთვის საწყენია, რომ ბრძოლაში ქვეითები არ მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენ, ჩეჩნებს, ამ შაითანების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვის საშუალება არა გვაქვს“, – განაცხადა კადიროვმა.
მისივე თქმით, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სახმელეთო ოპერაციის შესახებ, ჩეჩნები მასში აუცილებლად ჩაერთვებიან. „ჩვენ ამაზე უკვე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. გამოცხადებული გვაქვს ნომერ პირველი საბრძოლო მზადყოფნა. მზად ვართ საომრად წავიდეთ, გვყავს ათიათასობით მებრძოლი“, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ორი დღის განმავლობაში სირიაში საჰაერო ოპერაციას ახორციელებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სახმელეთო კამპანიაში მონაწილეობას რუსეთის ფედერაცია არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები