რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში ღამის ავიაიერიშების ჩანაწერები გამოაქვეყნა (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განმოქვეყნებულია სირიაში რუსული ავიაციის მიერ ღამით განხორციელებული იერიშების ვიდეოჩანაწერი. როგორც რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები იუწყებიან, დაიბომბა „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბი და იარაღის საწყობი ქალაქ იდლიბთან, ასევე განადგურდა დასახლება ჰამაში „ბოევიკების“ მართვის პუნქტი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული მედიის ინფორმაციით რუსულმა ავიაციამ არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ სირიის ოპოზიციის ძალები დაბომბა, ასევე იერიში მიიტანა საცხოვრებელ კვარტალზე, რის შედეგად სულ მცირე 65 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები