სირიაში რუსული ავიაიერიშების შედეგად 65 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 65 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა სირიაში, ჰომსის პროვინციაში რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად. ამის შესახებ „ტვიტერში“ გერმანელმა ჟურნალისტმა ჯულიან რეპკემ დაწერა.
მისი ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავებმა ჰომსის საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს.
თავის მხრივ, რუსული ოფიციალური წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ავიაიერიშების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ მართვის რამდენიმე სამხედრო ცენტრი იყო განადგურებული.
“The Wall Street Journal”-ის ცნობით კი რუსეთმა ავიაიერიშები შეიარაღებული ოპოზიციის ნაწილებზე მიიტანა, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს ებრძვიან.
რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია გუშინ დაიწყო. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსული თვითმფრინავების სამიზნეები „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ იქნებიან.