ლავროვი ჟურნალისტს ეხუმრა – მამაკაცს ქალი დაჩოქილი არ უნდა ესაუბრებოდეს
ნიუ-იორკში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან შეხვედრამდე ამერიკელ ჟურნალისტზე იხუმრა, რომელმაც კითხვა დაჩოქილმა დაუსვა, რათა ვიდეოკამარისთვის ხელი არ შეეშალა. „მამაკაცისადმი დაჩოქილად მიმართვა პოლიტიკურად არაკორექტულია“, – ხუმრობით თქვა ლავროვმა. ამის შემდეგ კერი და ლავროვი ოთახში შევიდნენ, სადაც დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება გაიმართა.