ჩინეთის სამხრეთ ნაწილში ორი დღის განმავლობაში 18 აფეთქება მოხდა
ჩინელი სამართალდამცველები იძიებენ აფეთქებების სერიას, რომლებიც ლიუჩჟოუს ოლქში ორი დღის განმავლობაში მოხდა. დღეს აფეთქება ექვსსართულიან სახლში მოხდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ოთხშაბათს ლიუჩჟოუში 17 აფეთქება მოხდა, რომელთა შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ბომბებს ამანათებით აგზავნიდა.
ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ტერორიზმის ვერსია არ განიხილება.