ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აფეთქებების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთი ს ქალაქ ლიჟოუში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაიჭრა. როგორც სააგენტო „სინჰუას“ პოლიციაში შეატყობინეს, აფეთქებები „კრიმინალურ გარჩევას“ უკავშირდება.
სამართალდამცველები 33 წლის მამაკაცს ეძებენ, მიმდინარეობს გამოძიება. დამნაშავეებმა ბომბები 13 ადგილას ამანათებით გააგზავნეს, მათ შორის საავადმყოფოებში, მაღაზიებსა და სახელმწიფო უწყებებში.
ტერორისტული თავდასხმის ვერსია ამ დროისთვის არ განიხილება. ასაფეთქებელი ნივთიერების შოვნა ჩინეთში საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ მაღაროებში აქტიურად გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები