ეკა ზღულაძე: უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ფუნქციები უნდა გაიყოს

უკრაინის სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ფუნქციების გამიჯვნა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა.
„შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ძალისმიერი ზეგავლენის მექანიზმები. ეს სამინისტრო რეპრესიული ორგანო მხოლოდ ცუდი მთავრობის პირობებშია, მაგრამ ახლა, სამინისტროს მილიციური ფუნქციები უნდა ჩამოერთვას, მით უმეტეს, რომ მილიცია მალე პოლიცია გახდება“, – განაცხადა ზღულაძემ.
მისი თქმით, მომავალში შსს კურირებას გაუწევს არა მარტო პოლიციას, არამედ მიგრაციულ სამსახურს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიას და ა.შ., სამართალდამცველი ფუნქციები კი მთლიანად პოლიციას გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები