საუდის არაბეთი სირიის პრეზიდენტს ემუქრება
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ ჯუბეირი სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს მოუწოდებს თანამდებობა ნებით დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ძალით გადააყენებენ. ამის შესახებ მინისტრმა ნიუ-იორკში, საუდის არაბეთის მოკავშირეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა უარყო რუსეთის ინიციატივა, რომელიც ასადის დასახმარებლად „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდიოდა. ერ-რიადი კრიზისიდან „საუკეთესო გამოსავალში“ ბაშარ ასადის გადადგომას ხედავს. ადელ ალ ჯუბეირის აზრით, არსებობს სირიის კონფლიქტის მოგვარების ორი ვარიანტი, რომელთაგან საუკეთესოა პოლიტიკური პროცესი და გარდამავალი საბჭოს შექმნა. მეორე კი სამხედრო ვარიანტია, რომელიც ასევე ხელისუფლებიდან ბაშარ ასადის გადაყენებით დასრულდება.