თურქეთის ავიაციამ ქურთი „ბოევიკების“ 24 პოზიცია დაბომბა
თურქეთის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა თურქეთის პროვინცია ჰაკარიში ქურთი „ბოევიკების“ 24 პოზიცია დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
„ავიადარტყმების შედეგად სეპარატისტული ორგანიზაციის პოზიციებია განადგურებული დასახლებულ პუნქტ გაგლიდჯას და იუკსეკოვის მიდამოებში“, – ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავები ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციებს 24 ივლისიდან ბომბავენ. თავის მხრივ, ქურთი „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად 120 თურქი პოლიციელი და სამხედრო დაიღუპა.