ერაყში ერთი თვის წინ გატაცებული 16 თურქი გაათავისუფლეს

16 თურქი მუშა, რომლებიც 2 სექტემბერს ერაყში გაიტაცეს, გათავისუფლებულია. თურქეთის ელჩის თანხლებით ისინი ბასრადან ბაღდადში გადაიყვანეს. ამის შესახებ ნიუ-იორკში მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თურქი მუშები უცნობმა ნიღბიანმა პირებმა ბაღდადში, ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობის ადგილიდან გაიტაცეს. 16 სექტემბერს ორი მათგანი გაათავისუფლეს.
თურქი მუშები ტერორისტულმა დაჯგუფება „სიკვდილის ესკადრონის“ წარმომადგენლებმა გაიტაცეს. მათ თურქეთს მოთხოვეს ერაყის კურდისთანისგან ნავთობის შეძენა შეწყვიტოს.
ეს თურქეთის მოქალაქეების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ქალაქ მოსულიდან 46 თურქი გაიტაცა. სამთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ყველა მძევალი გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები