„მსმენელის ტაში ყველაზე დიდი ჯილდოა…“

„პირველი ნაბიჯები სპორტს უკავშირდება. 6 წლის მიმიყვანეს სპორტულ ტანვარჯიშზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავის დანებება მომიწია. დედა ფილოლოგია, მუსიკის პედაგოგი, ფაქტობრივად ჩემი პირველი მუსიკის მასწავლებელი, მან მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში მიმიყვანა, სადაც აბიტურიენტებს კონსერვატორიისთვის ამზადებდნენ…“ – ლოტბარი ილია დათუაშვილი.12041871_931271820255204_1894892625_n

-მუსიკალური ინსტრუმენტებით დაიწყეთ…

-დიახ, სკოლა-ინტერნატში მუსიკალურად გამსინჯეს და ჩასაბერ საკრავთა ორკესტრის ფაკულტეტზე მოვხვდი. მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი, კონსერვატორიაში საორკესტრო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ჩვენი ოჯახის მეგობარია ლელა ასანიძე, რომელმაც დედას ურჩია ანსამბლში მივეყვანე. შემიყვანეს ანსამბლ „არაგველებში“, რომელსაც მამია ბაქრაძე ხელმძღვანელობდა. მაშინ მეოთხე კურსზე ვიყავი. პირველივე რეპეტიციაზე გადავწყვიტე, რომ სიმღერას უნდა გავყოლოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა მამიამ მითხრა, – შენგან მომღერალი არ დადგება, ინსტრუმენტს მიხედე. დავიწყე მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლა. დაახლოებით, წელიწადნახევარში ხმა დაიხვეწა და ბატონმა მამიამ მითხრა, – ახლა, მგონი სოლისტად გაგიშვებ. ჩემი, როგორც მომღერლის მოღვაწეობა სწორედ ანსამბლ „არაგველებიდან“ იწყება.12047261_931271846921868_885597058_n

-მას შემდეგ იყო არაერთი ანსამბლი – „ბასიანი“, „ლაშარი“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „სიმი“, გურჯანიის ძველი თაობა, გეიპის ვოკალური ჯუფი…

-1993 წელს მეგობრებთან ერთად რუსთაველზე ვიყავი გასული. დავინახე დიდი აბრა, რომელზეც ეწერა: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლი. შევედი შენობაში და შევხვდი ჯემალ ჭკუასელს, ვუთხარი, რომ რეპეტიციაზე მინდოდა დასწრება. ოთახში შემიყვანა და ჩემი სიმღერა მოისმინა. რომ ვუთხარი მეორე ხმას ვმღერი-მეთქი, მითხრა, – პირველი მეკახურის ხმა გაქვსო. მაშინ ერისიონში გიგანტები მღეროდნენ, გამოცდილი და პროფესიონალი 35 მომღერალი ყავდათ. რეპეტიციაზე, რომ შევედი და გუნდის სიმღერა მოვისმინე, მივხვდი, რომ მე ჯერ კიდევ, ვერ ვმღეროდი ისე, როგორც საჭირო იყო.12071279_931271816921871_2056604643_n

ანსამბლ „ერისიონში“ ცხრა წელი ვიყავი. ფაქტობრივად, ეს ანსამბლი ჩემი მოღვაწეობის ტრამპლინი იყო. ჯემალ ჭკუასელს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი, როგორც მომღერლად გაზრდაში. 1996 წელს ესპანეთში გვქონდა ორთვენახევრიანი ტურნე, რომელიც ანსამბლმა წარმატებით დაასრულა.

მართალია, ერისიონში გავიზარდე, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ანსამბლი „ლაშარი“ ჩამოეყალიბებინათ და მეც მათთან წავედი. ერთი თაობა ვიყავით და ალბათ, ახალგაზრდული ამბიციაც იყო. უნდა ავღნიშნო, რომ 2000 წელს ანსამბლმა „ლაშარმა“ სერიოზული სიტყვა თქვა. კონსერვატორიის დიდ დრაბაზში კონცერტი გავმართეთ და იმ ღამესვე ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად, მე და  ჩემი ორი მეგობარი, ანზორ ერქომაიშვილის მიწვევით შვეიცარიაში წავედით. ბაზელში ჩაწერა გვქონდა. ხოლო, ორი თვის შემდეგ, უკვე კონცერტები გავმართეთ შევიცარიაში, სადაც ასევე წარმატებით დავასრულეთ ტურნე. ამ დროს, პარალელურად გეიპის ვოკალურ ჯგუფშიც ვმღეროდი.12071489_931271833588536_1793826044_n

2001 წელს უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის კურთხევით ანსამბლი „ბასიანი“ შეიქმნა და იქ გადავედი. ამავე წელს, ანზორ ერქომაიშვილისგან მივიღე წინადადება და ანსამბლ „რუსთავშიც“ ვმღეროდი. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ორი წლის შემდეგ, ანსამბლ „რუსთავიდან“ წამოვედი, მაგრამ „სიმმა“ მიმიწვია და ცხრა წელი, ფრანგებთან კონტრაქტის საფუძველზე, საფრანგეთის სხვადსხვა რეგიონებში კონცერტებს ვმართავდით. 2009 წლიდან უკვე გურჯაანმა მიმიწვია, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად.

-ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“…12071566_931271823588537_1495172791_n

-მე ფაქტობრივად ბავშვებმა გადამატანინეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი. გურჯაანში, რომ ჩავედი, დავიწყე ნიჭიერი ბავშვების შეგროვება და გუნდის ჩამოყალიბება. 2013 წლიდან დათო ცინცაძის დახმარებით სკოლა გავხსენით, სადაც ბავშვები ხალხურ სიმღერას უფასოდ სწავლობენ. შვიდი ბავშვიდან დავიწყე. მეგობრები, ახლობლები, ჩემი მეუღლეც კი, რომელიც ჩემი პირველი კრიტიკული შემფასებელია მეუბნებოდნენ, – რა გინდა, რისთვის დადიხარ. მაგრამ, მე ვიცოდი, რა მინდოდა და რისთვის დავდიოდი. წელიწადნახევარი შვიდი ბავშვი მყავდა, ახლა 80 ბავშვი მყავს. შარშან კონსერვატორიის დარბაზში გვქონდა კონცერტი და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ვიყავით ბულგარეთში და ახლა კიდევ ფესტივალზე „არწივები კავკასიიდან“ მივდივართ. ჩეხი კომპოზიტორის იოსებ რატერის სახელობის ფესტივალია, რომლის ორგანიზატორი არის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია, ნანა მიშელაძეს და ამირან ბუთურიშვილის ხელმძღვანელობით. გარდა ფესტივალისა, გვექნება შეხვედრა ბერლინში სათვისტომოსთან, პირველი კონცერტი იქ გაიმართება, ხოლო მეორე საათნახევრიანი კონცერტი ტაძარში, სადაც ერთი მთლიანი პროგრამით წარვსდგებით და ქართულ ფოლკლორს წარმოვადგენთ.12080976_931271826921870_691282536_n

ჩემს ბავშვობაში ქართული ხალხური სიმღერა სირცხვილად ითვლებოდა. დიდი დამსახურებაა ანზორ ერქომაიშვილის რომ ანსამბლი „მართვე“ შექმნა. სწორედ, „მართვედან“ იწყება ქართული ხალხური სიმღერის ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ვინც, ამ ანსამბლში იყო, ყველამ თავისი გუნდი ჩამოაყალიბა და დღეს, უკვე, პირიქით არის, სირცხვილია თუ ქართული ხალხური სიმღერა არ იცი.

გარდა ამისა, რეგიონებში ტაძრები დაცარიელებულია. ამ სკოლით რაიონში პერსპექტივა გაჩნდა, რომ სოფლებში გუნდი ჩამოყალიბდეს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, გურჯანიის ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსური დახმარებისთვის და დათო ცინცაძეს, რომლის დახმარებითაც რამდენიმე დისკი ჩავწერე.

-ადამიანები თქვენს ცხოვრებაში…12082142_931271843588535_837047011_o

-90-იან წლებში, ბევრი არ იყო, მაგრამ არაერთი გუნდი და კოლექტივი დაიშალა. საბედნიეროდ, ჩემი შემოქმედებითი გზა არ შენელებულა. საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ფაქტობრივად, მათ გადაწყვიტეს ჩემი ბედი. ბევრ მათგანთან ახლაც ვაგრძელებ თანამშრომლობას. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა. მათ შორის, ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიას, მეუფე სერგის. 2012 წელს გრემის სასულიერი სემინარიაში, გუნდის ხელმძღვანელი და მასწავლებელი ვიყავი. საერთოდ, 1999 წელს სიონში ვგალობდი.

-საინტერესო და გამორჩეული ფესტივალი…

-ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სამარყანდში ტარდება, აღმოსავლური მუსიკის ფოლკლორის ფესტივალი-კონკურსი, სადაც ანსამბლი „ლაშარი“ ორჯერ იღებდა მონაწილეობას. სერიოზული და კარგად ორგანიზებული ფესტივალია, სერიოზული ნომინაციებით. 47 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და ქართველები საპატიო სტუმრებად ვითვლებოდით.12087371_931271830255203_1029231796_n

-მსმენელი…

-მთავარი მუხტი მსმენელია. თუ სიმღერა გიყვარს და შენი შემოქმედება, არ აქვს მნიშვნელობა ხუთი თუ ათასი ადამიანი ზის. ქართული ხალხური სიმღერა ისეთი რამაა, რომ სადაც არ უნდა გააჟღერო მსმენელი ემოციის გარეშე ვერ დარჩება. მაგრამ, ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მაინც საქართველოში და ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლაა. მართალია, ცუდი ტენდენცია წამოვიდა, ადამიანები იმიტომ კი არ ესწრებიან კონცერტს რომ ისიამოვნონ, არამედ იმიტომ, რომ შეცდომა გიპოვნონ. მაგრამ, მაინც, თუ საქართველოში უყვარახარ და პატივს გცემენ, გამორიცხულია რომელიმე ქვეყანაში წარმატებას არ მიაღწიო.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები