რუსეთის ფედერაციის საბჭომ შეიარაღებულ ძალებს სირიაში მოქმედების უფლება მისცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ საზღვარგარეთ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენებას ერთხმად თანხმობა მისცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ივანოვით განცხადებით, საუბარია სირიაში სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენებაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ფედერაციის საბჭოში შესაბამისი წინადადება რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა. ივანოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას დახმარების თხოვნით სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მიმართა.
„აქ არ არის საუბარი რაიმე საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაზე, რაიმე ამბიციის დაკმაყოფილებაზე, რაშიც ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვადანაშაულებენ, არამედ საუბარია რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ ინტერესებზე. ჩვენი ავიაცია სირიის ჯარს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უნდა დაეხმაროს“, – განაცხადა ივანოვმა.
შეგახსენებთ, რომ სირიის საკითხი აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები