მინსკის შეხვედრაზე მხარეები დონბასიდან 100 მილიმეტრზე მცირე არტილერიის გაყვანაზე შეთანხდნენ

უკრაინის აღმოსავლეთში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს გამყოფი ხაზიდან 100 მილიმეტრზე მცირე კალიბრის შეიარაღების გაყვანის შესახებ.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორივე მხარის მიერ შეიარაღების გაყვანას ორ ეტაპად. ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, მაგრამ პირობა დადეს, რომ ამას დონეცკში და ლუგანსკში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ.
შეიარაღების გაყვანა საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილება. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეთანხმების ტექსტი შეთანხმებულია, მაგრამ მოგვიანებით, მხარეებს შორის კვლავ უთანხმოება გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები